19:41 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 13:42:15, 635 ნახვა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნის სწორად ციტირება

„იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია მათი დასკვნების სწორად ციტირება",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

ანა დოლიძის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის დასკვნიდან ციტატაც წაიკითხა.

„აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები. საუბარი იყო ევროკავშირსა და ვენეციის კომისიაზე. ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას. ეს არის ევროკავშირის დასკვნა, რომელიც არასწორად იყო ციტირებული და საუბარია, ასევე, ვენეციის კომისიაზე. ამიტომ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, მნიშვნელოვანია, მათი დასკვნების სწორად ციტირება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრები დასმულ შეკითხვებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან პასუხებს ვერ იღებენ.

„სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა, რაც, ბუნებრივია, არის სამწუხარო პრაქტიკა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics