19:41 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 11:37:57, 546 ნახვა

გიორგი მამალაძის ადვოკატები სასამართლოში დაკითხვაზე არიან დაბარებულები

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის ადვოკატები  დღეს, 14:00 საათზე, სასამართლოში დაკითხვაზე არიან დაბარებულები. ამის შესახებ მამალაძის სახაზინო ადვოკატი პაატა მეხრიშვილი ავრცელებს ინფორმაციას.

„მოკლედ ესაო, ისაო, რა სსსკ–ის 49, 50 მუხლიო ან რა ადვოკატთა შესახებ კანონიო და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსიო, რა ატამი რი გარგარიო ) ხვალ 2 საათზე მოხვალ სასამართლოში და ჩვენებას მისცემ მოსამართლესთანოოო, მიშაცო და სულხანიცაო....“,-წერს პაატა მეხრიშვილი.

შეგახსენებთ, პროკურატურამ,   მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ ადვოკატებმა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურას მოუწოდეს, მათი მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის გადაწყვეტილება არ მიეღო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics