18:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 10:53:46, 604 ნახვა

მდინარაძე: ბუნებრივია, ჩვენ დღეს ვეტოს დავძლევთ

„ბუნებრივია,  ჩვენ დღეს ვეტოს დავძლევთ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  წევრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისგან ვეტოსთან დაკავშირებული იურიდიული არგუმენტები ვერ მოისმინეს.

„პრეზიდენტის ვეტოსთან და განსაკუთრებით  ორ დამატებულ საკითხთან დაკავშირებით იურიდიული არგუმენტები გუშინ ვერ მოვისმინეთ ანა დოლიძისგან, პრეზიდენტის წარმომადგენლისგან.  ჩვენ ვეტოს დავძლევთ. გარდა ამისა ნათელია, რომ ერთი მათგანი შეეხება ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ მომავალს, მეორე  არის იურიდიული აბსურდი, აქედან გამომდინარე ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავიზიაროთ სხვა დანარჩენი საკითხები“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო განიხილეს. კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics