18:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 19:54:26, 658 ნახვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატოსა და შავის ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-11 კონფერენციის ბოლო პანელი ნატოსა და შავის ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარს დაეთმო.

სესიის მომხსენებლები შეთანხმდნენ, რომ ნატოს გაძლიერება შავი ზღვის აუზში რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

პანელს მოდერატორობა აშშ-ის პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გაუწია და სესია მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს კონტექსტში შავი ზღის ირგვლივ არსებული გამოწვევების მიმოხილვით დაიწყო. ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუმ კი, ნატოს მომავალი სამიტზე განხილვის ერთ-ერთ საკითხად სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ნატოს ძალისხმევა დაანონსა.

შავი ზღვის აუზის გაძლიერებაში საქართველოს წვლილზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველო მზად არის წვლილი შიტანოს ნატოს გაძლიერებაში შავ ზღვაზე, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო კომპონენტი.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ კი, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა კიდევ ერთხელ გააჟღერა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა აშშ-ის ინტერესშია. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics