|
2017-10-11 17:34:45, 1113 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში არად ბენკოსნ შეხვდა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა არად ბენკოს ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ავსტრიის რესპუბლიკასთან თანამშრომშრომლობის კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისა და რეგიონისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა აჭარის ტყეების მდგრადი განვითარების კვლევა და მომზადდა აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმა. ავსტრიული კაპიტალის მონაწილეობით აჭარაში 5 კომპანია მოქმედებს. არად ბენკომ ქალაქ ბათუმში ავსტრიის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოს გახსნის სურვილი და ამ საქმეში აჭარის მთავრობის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. არად ბენკოს თქმით, ავსტრიული მხარე დაინტერესებულია აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის ფორმატის კიდევ უფრო გაიზრდითა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებით. არად ბენკო 1998 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. იყო გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩეველი ქ. პრიშტინაში. ავსტრიის საელჩოში ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 2016 წლის 18 აგვისტოდან კი ავსტრიის რესპუბლიკის პირველ ელჩად დაინიშნა რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. (NS)
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)