|
2017-10-10 12:46:16, 2295 ნახვა
მსოფლიო
WP: რუსეთმა აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, Google-ს დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა
რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა მსოფლიოს უდიდეს საძიებო სისტემა Google-ს რეკლამისთვის ათეულობით ათასი დოლარი გადაუხადეს, - ამის შესახებ Washington Post იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვებას ემსახურებოდა. ამასთან, მედიის ცნობით, ამ რეკლამების შეძენის კვალს კრემლთან პირდაპირ დაკავშირებულ იმ ჯგუფთან არ მივყავართ, რომელმაც მსგავსი მიზნების შესასრულებლად მომსახურება Facebook-ისგან შეიძინა. აღსანიშნავია, რომ Google-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლობას ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ცნობისთვის, ამერიკის კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე რამდენიმე თვეა იძიებს. გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული დონალდ ტრამპმა რუსეთთან ნებისმიერი ტიპის კავშირი არაერთხელ უარყო, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ „რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე“ მაშინ, როდესაც FBI-ის უფროსის ჯეიმს კომის გათავისუფლება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)