15:26 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 16:45:54, 2597 ნახვა

მსოფლიო
აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, თურქეთში ლირის გაუფასურება დაიწყო

თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა.

კერძოდ, როგორც Finanz.ru იუწყება, ლირა დოლართან მიმართებაში 6% გაიაფდა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, დიპლომატიური სკანდალი თურქეთში სავალუტო სტაბილურობას დაარღვევს, რომელშიც ქვეყანა მთელი 2017 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, რადგან სტაბილურობის მიზეზი ტურისტების ვიზიტი და ინვესტიციები იყო.

ცნობისთვის, დღეს თურქეთმა და ამერიკამ ერთმანეთს ვიზების გაცემა შეუწყვიტეს. მედიის ცნობით, ვიზების შეჩერება, 5 ოქტომბერს სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაკავებას უკავშირდება. მეტინ თოფუზი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას კონსტიტუციის დარღვევაში, შპიონაჟში და მთავრობის ძალისმიერი გზით გადაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ხელისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ ეთანხმება მათი თანამშრომლის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას. მსგავსი განცხადება ვაშინგტონში თურქეთის საელჩომაც გააკეთა და ვიზების გაცემა ასევე შეწყვიტა. თურქეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იძულებულია ხელახლა შეაფასოს აშშ-ის ხელისუფლების ერთგულება თურქეთის დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics