11:22 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 15:16:25, 936 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა

ბათუმში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა ჩატარდა.

ბათუმში მყოფ მეცნიერ-აკადემიკოსებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შედგა საინტერესო საუბარი ქვეყნისათვის ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული პრობლემები, რელიგიისა და განათლების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალი თაობის განათლებისა და იმ პრიორიტეტების შესახებ,  რომელთა წარმატებით განხორციელებაზე დამოკიდებულია ქვეყნისა და რეგიონის მომავალი.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ქვეყნის და მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკოლოგიური საფრთხეების, რელიგიური მსოფლმხედველობის და სხვა პრობლემების გადაჭრის საქმეში მეცნიერთა წვლილი დიდია. მისივე თქმით, მეცნიერთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების მოგვარებას რეგიონის თუ ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და მადლობა გადაუხადა აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ გიორგი კვესიტაძეს და ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ როინ მეტრეველს ბათუმში ჩატარებული საინტერესო შეხვედრებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics