|
2017-10-05 14:25:00, 2463 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის მეთაური: ჩემი დაპატიმრება ბარბაროსული ნაბიჯი იქნება
კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, მას დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ორგანიზების გამო დაჭერის არ ეშინია, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური მადრიდი მისი დაკავების განკარგულებას გასცემს. „პირადად მე არ მეშინია და ესპანეთის მთავრობისგან უკვე აღარაფერი მიკვირს. ჩემი დაპატიმრებაც აბსოლუტურად შესაძლებელია, რაც იქნება ბარბაროსული ნაბიჯი“, - განაცხადა კარლეს პუიჩდემონმა გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში. ცნობისთვის, კატალონიის მეთაურის კარლეს პუჩდემონის განცხადებით, რეგიონის დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)