|
2017-10-04 18:30:05, 2511 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: ჩრდილოეთ კორეის ატომური ბომბის შესახებ ჯერ კიდევ 2001 წელს ვიცოდი
2001 წელს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მითხრა, რომ ატომური ბომბი აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ცდები უფრო მეტად რუსეთს აწუხებს, ვიდრე აშშ-ს. "2001 წელს იაპონიაში ჩასვლამდე მე ვიყავი ჩრდილოეთ კორეაში და შევხვდი დღევანდელი ლიდერის მამას. მან ჯერ კიდევ მაშინ მითხრა, რომ მათ აქვთ ატომური ბომბი. მეტიც, მან მითხრა, რომ ჩვეულებრივი საარტილერიო დანადგარებიდანაც შეეძლო სეულის დაბომბვა. ეს იყო ჯერ კიდევ 2001 წელს, ახლა კი 2017 წელია. ქვეყანას, რომელიც მუდმივად სანქციების პირობებში ცხოვრობს, ახლა ატომურის ნაცვლად, წყალბადის ბომბიც აქვს. ჩვეულებრივი საარტილერიო რაკეტების მაგივრად ახლა 5 ათასი რაკეტა აქვთ, რომლის გაშვება 2 700-კილომეტრიან მანძილზე არის შესაძლებელი. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდების პოლიგონი რუსეთიდან 200 კილომეტრში მდებარეობს", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)