|
2017-10-04 12:41:37, 2272 ნახვა
მსოფლიო
ერაყის ქურთისტანში 1 ნოემბერს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
ერაყის ქურთისტანში, სადაც 25 სექტემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, 1 ნოემბერს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი მოჰამედ ტუფიკ რაჰიმი იბრძოლებს. ერაყის ქურთისტანის ამ გადაწყვეტილებამ ოფიციალური ბაღდადის უკმაყოფილება გამოიწვია. გამორიცხული არაა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერაყის ქურთისტანს დამატებითი სანქციები დაუწესოს. მედიის ცნობით, გასულ კვირას ბაღდადმა გარკვეული სანქციები ქურთისტანის ბანკებს დაუწესა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური განცხადება დამოუკიდებლობის შესახებ ერაყის ქურთისტანას ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდება. კერძოდ კი, ქურთისტანის რეგიონის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ერაყისგან გამოყოფის საკითხს. რეფერენდუმის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 92% -მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა. ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)