|
2017-10-03 18:33:26, 2389 ნახვა
მსოფლიო
ჟერარ პიკემ და სერხიო რამოსმა კატალონიის ე.წ. რეფერენდუმის გამო იჩხუბეს
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველებმა ჟერარ პიკემ და სერხიო რამოსმა, კატალონიის ე.წ. რეფერენდუმის გამო იჩხუბეს, - ამის შესახებ Daily Mail იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სერხიო რამოსი თანაგუნდელს კატალონიაში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს. რამოსმა აღნიშნა, რომ ნაკრებში პიკეს წევრობით, ნეგატიური სიტუაცია იქმნება. ფეხბურთელის განმარტების, ეს იმის გამო ხდება, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. მედიის ცნობით, მცველების ურთიერთობა არც მანამდე იყო სახარბიელო, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ის უფრო გაამძაფრა. ამასთან, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებმა ეროვნული გუნდის ღია ვარჯიშზე ჟერარ პიკეს დაუსტვინეს. ისინი ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მისგან ნაკრების დატოვებას მოითხოვდნენ. მათ ასევე, პლაკატები ჰქონდათ მიტანილი, წარწერით: პიკე "ბასტარდი ხარ, ესპანეთი შენი ქვეყანაა". აღსანიშნავია, რომ თვითონ პიკეც არ გამორიცხავს ნაკრების დატოვებას და აცხადებს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)