|
2017-10-02 13:18:17, 2077 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ტაქსებში კამერებს დაამონტაჟებენ
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტაქსებში ვიდეო-კამერებს ამონტაჟებენ, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. როგორც ქალაქის ადმინისტრაცია აცხადებს, კამერები მძღოლების და მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მედია საშუალების ინფორმაციით, არსებობს შიში, რომ კამერები მოსახლეობაზე თვალთვალის და კონტროლის მექანიზმად იქნება გამოყენებული, რადგან 2016 წელს მომხდარი პუტჩის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლებამ 60 000-მდე ადამიანი დააპატიმრა და 200 000-მდე ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა. მედიის ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას ბევრი აკრიტიკებს. როგორც "ამერიკის ხმა" წერს, მგზავრისთვის კამერა მანქანაში ჩაჯდომისთანავე იქნება შესამჩნევი, თუმცა უცნობია კამერები მხლოდ გამოსახულებას ჩაიწერენ თუ ხმასაც. მედია იტყობინება, რომ ზოგიერთ მძღოლს მთავრობის ახალი ინიციატივა მოსწონს და მათი თქმით, კამერები საგზაო შემთხვევებს ან მძღოლებზე თავდასხმას ასახავს. ამასთან, მძღოლები აღიარებენ, რომ არ იციან ვინ არის კამერის მეორე მხარეს, ანუ ვინ უყურებს მათ. იდეა ზოგიერთ მგზავრსაც მოეწონა. მათ აღნიშეს, რომ კამერები შეამცირებს მძღოლების მხრიდან ქალ მგზავრებზე ძალადობის და მათი შევიწროვების ფაქტებს. თუმცა, მათ არ სჯერათ, რომ მთავრობის განზრახვა კრიმინალთან ბრძოლაა. სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იამან აკდენიზი ამბობს, რომ მთავრობის მიერ მსგავსი სადამსჯელო პოლიტიკის გატარების შემდეგ, არაა გასაკვირი ამ სიახლის მიზანი სწორედ მიყურადება იყოს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)