|
2015-01-15 15:43:10, 2802 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი პოროშენკოს ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს ვოლნოვახში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქ ვოლნოვახში დატრიალებული საშინელი ტრაგედიით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ყოვლად აღმაშფოთებელია და მას არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს. საქართველომ კარგად იცის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის ფასი. ამ ძნელბედობის ჟამს ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ვიზიარებთ მოძმე უკრაინელი ხალხის ტკივილს. ამ განსაცდელის ჟამს მინდა გისურვოთ გამძლეობა, სიმტკიცე და მშვიდობა. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს“, - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)