|
2017-09-27 15:49:45, 2167 ნახვა
სამართალი
პოლიციელების მხრიდან ბრალდებულებზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირების - თ.ხ-ს, ს.მ.-ს და ბ.მ.-ს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „ბ.მ. - ს, თ.ხ. - ს, ს.მ. - ს და გ.ს. - ს წარდგენილი აქვთ ბრალდება ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ალფა"-ს საწყობზე ყაჩაღური თავდასხმისა და პერსონალის მიმართ იარაღისა და ძალაყინების გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის, ასევე ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარისათვის. 2017 წლის 23 სექტემბერს თ.ხ. - ს, ს. მ. - ს და ბ. მ. - ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 2017 წლის 24 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულებმა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტეს, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ბრალდებულებმა ასევე განაცხადეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებული პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამავე საქმეზე, საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 27 სექტემბერს მომართა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და ითხოვა ბრალდებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიება. ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ხოლო მიღებული შედეგებისა და გადაწყვეტილებების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)