21:15 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-30 19:43:57, 535 ნახვა

პოლიტიკა
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში

„ლელო – ძლიერი საქართველო“ გაზის ტარიფის შესაძლო ზრდის საფრთხეზე საუბრობს. ამის შესახებ თამაზ დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ტარიფის შენარჩუნება და, სულ მცირე, ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაძვირება არ დაუშვას.

ივანიშვილის პარლამენტმა გაზის ტარიფის დადგენის წესის ცვლილებას მხარი დაუჭირა, ხოლო ირაკლი კობახიძემ დღეს არ უარყო, რომ გაზის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს.

ეს არის ორი საგანგაშო ინდიკატორი, რომ აზერბაიჯანთან გაზის იმპორტზე გაჭიანურებული მოლაპრაკებების ფონზე, შესაძლოა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბუნებრივი აირი გაუძვირდეთ. ზამთრის დასაწყისში და იმ მომენტში, როდესაც პიკურ ნიშნულს აღწევს ბუნებრივი აირის მოხმარება ჩვენი თანამოალაქეების გათბობისათვის, ეს იქნება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში.

2026 წლის მაისში კობახიძე განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება ტარიფის შენარჩუნების შანსს იძლეოდა ჩვენი ქვეყნისთვის.

შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება, რომელიც ახლა ფორმდება 20 წლის ვადაზე უნდა იყოს გაწერილი და იქნება ჩარჩო იმისა, რომ უახლოესი 20 წლის მანძილზე რა ფასად მოვახერხებთ გაზის შესყიდვას როგორც სახელმწიფო და შემდეგ თითოეული მომხმარებელი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა პირველ რიგში იმ დაპირებით, რომ კომუნალური გადასახადები შემცირდებოდა. ამ მომენტიდან, აბაოლუტურად ყველა კომუნალური გადასახადი გაძვირდა გაიაფების მაგივრად. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო და მასშტაბური გაძვირება მოხდა 2026 წლის აპრილში - საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 30%-ით გაიზარდა.

კატასტროფულად გაძვირდა საწვავი - რეგულარი ბენზინი უკვე 4 ლარზე მეტი ღირს, ხოლო დიზელი - 5 ლარზე მეტი. ამას "ქართული ოცნება" სრულიად გულგრილად უყურებს. "ძლიერ საქართველოში" ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა განახევრდეს აქციზის გადასახადი საწვავზე, მაგრამ "ქართული ოცნება" ყურად არ იღებს ამ ყველაფერს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც, ფაქტობროვად, ყოველი მეორე დასაქმებული, მილიონ სამასი ათასი ადამიანიდან, ხელზე ასაღებ 1300 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს და ყველა ხარჯი ეზრდება იმნპირობებში, როდესაც ხელფასის სტაგნაციაა და ხელფასები ვერ ეწევა ინფლაციის მზარდ მაჩვენებელს, სასურსათო პროდუქტებზე მომატებულ ფასს, საწვავზე მომატებულ ფასს და ხლა კ კომუნალური გადასახადების მომატებას.

პენსიონერები 2027 წელს დამატებით მხოლოდ 45 ლარს მიიღებენ მაშინ, როდესაც უდიდეს შეღავათებს ნახავენ აზარტული თამაშების კომპანიები, უდიდეს შეღავათებს და დამატებით ათობით მილირადი ლარის მოგებას, მაგრამ შეღავათს ვერ ნაზავს ქართველი პენსიონერი, რომლის მომატებულ პენსიასაც მთლიანად ინფლაცია შეჭამს.

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", ყველაფერი გააკეთოს პირველ რიგში იმისათვის, რომ აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულება იძლეოდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის იმის საშუალებას, რომ ტარიფი არ გაიზარდოს და როგორც მინიმუმ, ამ უმძიმეს პირობებში, როცა ზამთარია გადასაგორებელი და საქართველოს მოსახლეობას უჭირს, ზამთრის განმავლობაში არ მოხდეს არავითარი ცვლილება გაზის ტარიფის მატების თვალსაზრისით, - განაცხადა დათუნაშვილმა. 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics