18:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 13:20:16, 2053 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

აზიის  განვითარების ბანკმა (ADB)  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8 % დან 4,2 %-მდე  გაზარდა. 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 
უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველო  რეგიონის ისეთ ქვეყნებს,  უსწრებს როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა. შ. 
ADB-ის  მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ასევე ტურისტული ნაკადების მატება, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,  ანგარიშის მიხედვით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დადებითადაა შეფასებული.
 „საქართველო რეგიონის ქვეყნებთან  შედარებით უკეთესად გაუმკლავდა საგარეო შოკს, რომელიც წინა წლებში იყო და ეს არის სწორი პოლიტიკის და მცურავი გაცვლითი კურსის დამსახურება. დოკუმენტში,  ასევე საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ,  რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს ექსპორტის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას“,-განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში 1.3%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში კი პირიქით, 3.8%-იანი ზრდა.
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics