|
2017-09-26 11:35:34, 2362 ნახვა
მსოფლიო
ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყისგან გამოყოფას რეფერენდუმში მონაწილეთა 93% უჭერს მხარს
ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში ერაყისგან გამოყოფას რეფერენდუმში მონაწილეთა 93% უჭერს მხარს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ერაყისგან გამოყოფას, რეფერენდუმში მონაწილე ადამიანების 6.71% არ უჭერს მხარს. ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, რადგან ხმების დათვლის პროცედურა ჯერ კიდევ გრძელდება. ოფიციალური შედეგები ხუთშაბათს, 28 სექტემბერს გამოქვეყნდება. მედია საშუალების ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარებას ბაღდადის ცენტრალური ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა. ამასთან, ცენტრალურმა ხელისუფლებამ სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონიდან ნავთობის იმპორტზე უარი თქვან. ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით, ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და მისი ჩატარება არალეგიტიმურად მიაჩნია. მედიის ცნობით, რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ეს პროცესი “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის გადადებისკენ ქურთისტანის ლიდერს მასუდ ბარზანს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა მოუწოდა. რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის იარაღის საწყობები დაბომბა. ოფიციალური ანკარა ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რეფერენდუმს ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ერაყის ქურთისტანის პარლამენტმა 15 სექტემბერს მიიღო. კენჭისყრა რეფერენდუმის შესახებ 2-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პლებისციტის ჩატარებას მხარი 68 დეპუტატიდან 65-მა დაუჭირა. ცნობისთვის, ერაყის ქურთისტანი არაოფიციალური სახელწოდებაა. ის ერაყის ჩრდილოეთით მდებარეობს და ქვეყნის ერთადერთ ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში კი, მასუდ ბარზან დგას.
PHR: სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო
თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ
ყველაფერი, რაც საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ უნდა იცოდე
საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)