19:51 - 28 Oct, 2026
|
2017-09-23 10:53:13, 3353 ნახვა
მსოფლიო
ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი 130 აშშ დოლარით დააჯარიმა
ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ სცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა, - ამის შესახებ Interfax იუწყება. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა ასევე უნდა გადაიხადოს სასამართლოს გადასახადი - 320 გრივნა. მედია საშუალების ინფორმაციით, თავად მიხეილ სააკაშვილი განაჩენის გამოცხადების დროს დარბაზში არ იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. უკრაინის საგამოძიებო უწყებას მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)