19:48 - 28 Oct, 2026
|
2017-09-22 17:38:22, 2906 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ორი ჟურნალისტი მოკლეს
სტამბოლში ორი ოპოზიციონერი აქტივისტი, ორუბა ბაკარატი და მისი შვილი ჰალა მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი“ იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ორუბა ბაკარატი ცნობილი იყო თავისი სტატიებით, სირიის ციხეებში ოპოზიციონერი აქტივისტების წამების შესახებ. მანამდე ბაკარატი დიდი ბრიტანეთში ცხოვრობდა, რის შემდეგაც სტამბოლში გადავიდა. მისი შვილი გაზეთ Orient News-ის ჟურნალისტი იყო. სამართალდამცველების თქმით, 60 წლის ორუბა ბაკარატის და მისი 17 წლის ქალიშვილის ცხედრები სტამბოლის რაიონ იუსკუდარში იპოვეს. მათ მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდათ სხეულზე, რომელიც დანით ჰქონდათ მიყენებული. ჟურნალისტები აღნიშნულ რაიონში ცხოვრობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)