|
2017-09-22 16:33:07, 851 ნახვა
რეგიონი
ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარაში 24 სექტემბერს გაიხსნება
24-30 სექტემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი 24 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, სასტუმრო ოაზისში საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნება, სადაც უცხოელი და ქართველი მეცნიერები და დარგით დაინტერესებული ადამიანები მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების მიღწევებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრებენ. კონფერენცია ერთ კვირას გაგრძელდება და 30 სექტემბერს, დასკვნითი პრეზენტაციით დარულდება. მასზე დასწრება სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე (ყოველდღე) ნებისმიერ პირს შეეძლება. ფესტივალის ფარგლებში 27, 28, 29 სექტემბერს მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექვსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე, როგორებიცაა სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო. ჭოროხის დელტა და კოლხეთის ნაციონალური პარკი. ფესტივალსა და გასვლით ექსკურსიებში მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში (577 90 90 93 ) ან ელექტორნულ მისამართზე https://goo.gl/c9nLHH. ფესტივალის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ბინოკლებითა და გიდის მომსახურებით. ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებმისამართზე https://goo.gl/77QDTo. აჭარას მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია, რის გამოც რეგიონს ორინტოლოგები, ეკოტურისტები და მოხალისეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. მაგალითად, მხოლოდ გასულ წელს, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანში, სადაც სათვალთვალო პლატფორმებია მოწყობილი ადგილობრივ საოჯახო-სასტურმო სახლებში 1500-ზე მეტი ღამისთევა დაფიქსირდა. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით ფესტივალის განმავლობაში იზრდება. ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)