19:48 - 28 Oct, 2026
|
2017-09-22 15:17:54, 2678 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამჯერად აკრძალვები იმ კომპანიებს შეეხებათ, რომლებსაც ფხენიანთან ბიზნეს კავშირები აქვთ. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ახალი სანქციების მიზანია ჩრდილოეთ კორეას იმ წყაროებთან წვდომა აუკრძალოს, რომლებიც კაცობრიობისთვის ყველაზე მომაკვდინებელი იარაღის შექმნას აფინანსებენ. შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედებაზე რეზოლუცია 12 სექტემბერს მიიღო. ცნობისთვის, ფეხნიანმა ბალისტიკური რაკეტა 15 სექტემბერსაც გაუშვა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)