19:50 - 28 Oct, 2026
|
2017-09-21 10:22:04, 2636 ნახვა
მსოფლიო
მექსიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
მექსიკის პრეზიდენტმა ძლიერი მიწისძვრის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ენრიკე პენია ნიეტომ დაზარალებული რეგიონები თავად მოინახულა. როგორც მედია წერს, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველები და სამხედროები ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას ცდილობენ. მათ შორის არის გოგონა, რომელიც სკოლის ჩამონგრევის დროს მიწისქვეშ აღმოჩნდა. მისი ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ მექსიკაში 19 სექტმებერს მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონზე მეტი კი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ნგრევა 40-ზე მეტ ლოკაციაზე დაფიქსირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)