|
2017-09-20 17:15:39, 2776 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ ვიზების გაცემა გაამკაცრა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში ჩასვლის მსურველებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა, - ამის შესახებ New York Times სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონზე დაყრდნობით იუწყება. ახალი წესების მიხედვით, ვიზის მიმღები პირი ვალდებულია ამერიკაში შესვლიდან 3 თვის განმავლობაში შეასრულოს ის მიზანი, რაც ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციაში მიუთითა. იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიმღები პირველი 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში ყოფნის მიზნებს შეცვლის და იმას განახორციელებს, რაც არ ჰქონდა მითითებული გასაუბრების დროს, მაგალითად დაიწყებს მუშაობას, დაქორწინდება აშშ-ის მოქალაქეზე და ასე შემდეგ, შესაბამისი უწყებები ჩათვლიან, რომ მან იცრუა და ვიზის გამცემ ორგანოს "ყალბი ინფორმაცია" მიაწოდა. ცვლილების თანახმად, თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, პირს ვიზის მეორედ მიღება გაუჭირდება, შეექმნება პრობლემები სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ ის აშშ-ის ტერიტორიაზე იქნება, მას დეპორტაცია ემუქრება. მედიის ცნობით, მიზნებისა და გეგმების შეცვლა 3 თვის შემდეგ შედარებით ნაკლებ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუმცა მაინც ავრცელებს გარკვეულ შეზღუდვებს. შეგახსენებთ, რომ ივნისში ამერიკამ 6 მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზების მიღების წესები გაამკაცრა. ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეები აშშ-ში ვიზის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათი ვიზიტის მიზანი საქმიანი შეხვედრა ან ახლო ნათესავების მონახულება იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)