|
2017-09-20 17:05:16, 2736 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში, ლივერპულის ქუჩიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა
ლონდონის ცენტრში ლივერპულის ქუჩიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ Independent იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა, რომელის პოლიციამ აღმოაჩინა. თვითმხილველების თქმით, მეტროსადგურები შეფერხების გარეშე მუშაობენ. მიმდებარე ქუჩები პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა, თუმცა საეჭვო პაკეტის პოვნის შემდეგ, სამართალდამცველებმა კორდონი მოხსეს. შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროში 15 სექტემბერს ტერაქტი მოხდა. მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ვაგონში, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი. ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. სკოტლანდ-იარდმა ტერაქტში ეჭვმიტანილი 5 პირი უკვე დააკავა. გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლება, საფრთხის დონე კრიტიკულამდე აწია, თუმცა 2 დღის შემდეგ სერიოზულამდე შეამცირა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)