|
2017-09-20 16:53:29, 2614 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე დააკავა
ესპანეთის პოლიციამ კატალონიის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ესპანეთის ვიცე პრეზიდენტის თანაშემწე დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჩხრეკა კატალონიის ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და პრეზიდენტის ოფისებშიც ჩატარდა. კატალონიელი მაღალჩინოსნების ნაწილი მოუწოდებს მოსახლეობას სამთავრობო შენობები პოლიციისაგან დაიცვან. მედიის ცნობით, ჩხრეკის დროს სულ 12 ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, ადგილობრივი პოლიცია სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. როგორც მედია წერს, ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარდება. ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი ბოლოს 2014 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა. სხვადასხვა კვლევების თანახმად, გამოკითხულთა კატალონიელების უმრავლესობა გამოყოფის მომხრეა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)