|
2017-09-20 13:42:56, 2745 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ 2 ადამიანი დააკავეს
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი კიდევ 2 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ BBC სკოტლანდ-იარდზე დაყრდნობით იუწყება. "დღეს დილით, უელსში, კიდევ ორი ადამიანი დააკავეს. დაკავებულები არიან 48 წლის და 30 წლის მამაკაცი. გამოძიება გრძელდება", - განაცხადეს პოლიციაში. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ლონდონის პოლიციამ კიდევ ერთი, 25 წლის ეჭვმიტანილი დააკავა. შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს, ლონდონში, მეტროსადგურ "პარსონს გრინის" ხაზზე, მატარებლის ვაგონში, ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა 29 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საერთო ჯამში დაკავებულია 5 ადამიანი. ლონდონის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით პირველი ეჭვმიტანილი, 18 წლის ახალგაზრდა კაცი 16 სექტემბერს დილით დააკავეს, მეორე პირი კი იმავე დღეს, საღამოს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)