|
2017-09-20 12:41:16, 2611 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი: სტალინის სისტემა დაინგრა, ხოლო ჩემი სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წელიწადის განმავლობაში, მისი სისტემა დაინგრა, ხოლო თავისი - ჯერ კიდევ მუშაობს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინული ტელეარხ NewsOne-ის ეთერში განაცხადა. "საქართველოს ისტორიაში მე ორი საპრეზიდენტო ვადა დავასრულე და მაგალითისთვის, სტალინისგან განსხვავებით, რომელიც გარდაიცვალა და რამდენიმე წლის განმავლობაში, მთელი მისი სისტემა დაინგრა, ჩემი სისტემა, რომელიც დემოკრატიული იყო, მისი რეპრესიული სისტემისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ მუშაობს", - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს მხარდამჭერების დახმარებიუთ გადაკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 18 სექტემბერს, ლვოვის ოლქში სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლო გადაიდო და 22 სექტემბრის თარიღით ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)