19:49 - 28 Oct, 2026
|
2017-09-19 15:37:14, 2875 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთმა ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ესპანეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩს ქვეყნის დატოვება 30 სექტემბრამდე მოუწევს. "დღეს, ჩრდილოეთ კორეის ელჩი დაიბარეს და აცნობეს, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მან ქვეყანა 30 სექტემბრამდე უნდა დატოვოს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 15 სექტემბერს მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტის გაშვებიდან 4 დღის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანთან ურთიერთობაში შეზღუდვების დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ცნობისთვის, ესპანეთის მსგავსად ჩრდილოეთ კორეის ელჩი ნონ გრატად მექსიკაშიც გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)