|
2017-09-19 15:14:24, 2634 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი კიევშია - „თუ დოკუმენტს არ მომცემენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავ“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქში იმყოფება. შესაბამის ვიდეოს ექს გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. სააკაშვილთან ერთად კიევსი მისი თანამოაზრეები იმყოფებიან. ყოფილი პრეზიდენტი ბრიფინგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მართავს ბრიფინგს. "თუ ისინი დოკუმენტს არ მომცემენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავ. არაფრის მეშინია და ბრძოლას გავაგრძელებ. პოროშენკოსთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. მთავარი პრობლემა ოლიგარქებს უკავშირდება, რომელთაც ქვეყანა გაანადგურეს. ხალხისთვის ვიბრძვი. წარმოიდგინეთ, ჩემს გვერდით არიან დეპუტატები და მსოფლიო ლიდერები, თუ მე ასე მექცევიან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს როგორ მოექცევიან", - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის თქმით, ხვალ ის დნეპრში გაემგზავრება და დასძინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კონტრაქციისთვის ემზადება. გარდა ამისა, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს დღეს სარამოს დატოვებს. "უკრაინის ცენტრში, ჩერკასის ოლქში დავბინავდები და იქიდან გავაგრძელებ ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს", - განაცხადა სააკაშვილმა. ცნობისთვის, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინაში ტურნე მოაწყო და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ჩავიდა, სადაც მხარდამჭერებს ხვდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)