|
2017-09-19 13:22:49, 3452 ნახვა
მსოფლიო
წვრთნებში მონაწილე რუსულმა ვერტმფრენმა რაკეტები შემთხვევით მაყურებლებს ესროლა (ვიდეო)
რუსულმა ვერტმფრენმა (KA-52), რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებში „დასავლეთი 2017“-ში იღებს მონაწილეობას, შემთხვევით ადგილზე შეკრებილი მაყურებლების მიმართულებით რაკეტები გაისროლა - ამის შესახებ TvRain იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი სანქტ-პეტერბურგში მდებარე პოლიგონზე მოხდა. როგორც მედია წერს, მომხდარის შედეგად ორმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, ასევე აფეთქდა ორი ავტომობილი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს ცნობით, ისინი სავარაუდოდ ჟურნალისტები არიან. ინციდენტის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. მომხდარს სამხედრო გამომძიებლები არკვევენ. სისხლის სამართლის საქმე ჯერჯერობით აღძრული არ არის, თუმცა გამოძიება სავარაუდოდ, გაუფრთხილებლობით უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)