|
2017-09-19 12:05:17, 2656 ნახვა
მსოფლიო
რუსული მედია: ბერლინში, ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა, ქართველი იყოს
16 სექტემბერს ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი შესაძლოა ქართველი იყოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბერლინის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი რუსეთის მოქალაქეა. მედია საშუალების ცნობით, ინციდენტი კლუბ Cozy Club-ში მოხდა. კლუბის ორ სტუმარს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მათ კლუბის შენობა დაატოვებინეს. დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა. მოგვიანებით მათ მესამე პირი მიუახლოვდა. ის შეიარაღებული იყო და სროლა დაიწყო. ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე კი, დაშავდა. ასევე დაშავდა თავდამსხმელიც, რის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მედია წერს, სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა მამაკაცი. "ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოშია დაბადებული, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს ბერლინში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)