20:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 13:04:34, 2471 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ვიცი, როგორ გავატარო რეფორმები, თუმცა, რა ვუყო სააკაშვილს არა

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გროისმანის განაცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე არა უკრაინის მთავრობის, არამედ უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაში შედის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ ფორუმზე განაცხადა. 

ამასთან, გროისმანმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიერ რაიმე გატარებულ რეფორმებს ვერ ხედავს. 

„არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცეთ სააკაშვილთან მიმართებით. მე არ ვიცი, ასეთ სიტუაციებში როგორ იქცევიან. ვიცი, როგორ უნდა დაიგოს გზა, როგორ უნდა ჩაიდოს ინვესტიცია ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, როგორ განვახორციელო რეფორმები. მაგრამ,  რა ვუყო პოპულისტებს, ეს უკრაინელებმა გადაწყვიტონ. ის გვპირდებოდა, რომ უკრაინაში მნიშვნელოვან რეფორმებს გაატარებდა. სიმართლე გითხრათ, აქ არც მისი წარმატება დამინახავს და არც მის მიერ გატარებული რეფორმები“, - განაცხადა ვლადიმერ გროისმანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics