|
2017-09-14 14:12:57, 2339 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ხელისუფლებამ მოქალაქეები დაშიფრული აპლიკაციის გამოყენების გამო დააკავა
თურქეთის ხელისუფლებამ 75 000 მოქალაქე იმ საბაბით დააკავა და სამსახურებიდან გაათავისუფლა, რომ მათ დაშიფრული სამესიჯო აპლიკაცია ByLock ჩამოტვირთეს, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ ქმედებას თვითნებურსა და უკანონოს უწოდებენ. მათივე შეფასებით, თურქეთის ხელისუფლების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რეპრესიების იმ სერიათა გაგრძელებას, რომლებიც მან გასული წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წამოიწყო. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, დაკავებულებს კავშირი აქვთ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულლაჰ გიულენის მოძრაობასთან, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს. თავად გიულენი კი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახით მის ჩარევას გადატრიალების მცდელობაში. დაკავებულთა შორის არიან ადვოკატები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, სამხედროები, ჟურნალისტები და მწერლები. ივნისში, თურქეთის Amnesty International-ის ფილიალის დირექტორს თანერ ქილიჩს ბრალი წაუყენეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაზე და დააპატიმრეს. ორგანიზაცია Amnesty International-მა თანერ ქილიჩის დაკავებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: “თურქეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ერთადერთი მკიცებულება თანერ ქილიჩის დაკავებისას ის იყო, რომ მას 2014 წლის აგვისტოში ტელეფონში აღმოუჩინეს აპლიკაცია Bylock, რომელსაც, ოფიციალური ანკარის მიხედვით “ ფეთჰულაჰ გიულენის მიმდევართა ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყენებდნენ“. “აღნიშნული ბრალდების დასასაბუთებლად არანაირი მყარი მტკიცებულება არ ყოფილა წარდგენილი თურქეთის ხელისუფლების მხრიდან. თავად თანერ ქილიჩი უარყოფს აპლიკაცია Bylock-ის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას. მეტიც, მისი თქმით მან საერთოდ არაფერი იცოდა აღნიშნული აპლიკაციის შესახებ და მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც დაიწყეს მისი მომხმარებლების დაკავებები თურქეთში“. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ByLock ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის მსოფლიოს 41 ქვეყანაში და იგი შედის ყველაზე ინტენსიურად გამოყენებადი აპლიკაციების პირველ 500-სეულში. აპლიკაცია ByLock-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ Apple’s App Store და Google Play-ის მეშვეობით.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)