21:44 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 03:04:25, 2290 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვს დატოვებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნოვციში გაემგზავრება, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" ყოფილი გუბერნატორის პრესმდივანზე დარია ჩიჟზე დაყრდნობით იუწყება.

"დღეს მიხეილ სააკაშვილი ჩერნოვციში 18:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე იქნება", - აღნიშნა პრესმდივანმა.

მას არ დაუკონკრეტებია როდის და როგორ გაემგზავრება სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნოვციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა. 

თავის მხრივ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ. 

„ჩვენ არ ვაპირებთ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას. ზედმეტი პატივია. უბრალოდ, ვუზრუნველყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს, როგორც ეს ხდება ყველა მასობრივ შეკრებებზე. ასევე გავაგრძელებთ გამოძიებას“, - განაცხადა შევჩენკომ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics