20:17 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 09:04:20, 2316 ნახვა

ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო შეძლებს გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ელ-ჯი-ჯი“ შეემატა, რომელიც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას შეძლებს. 
აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრებს აწარმოებს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით  ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ გაზარდოს წარმოების მოცულობა და დანერგოს ენერგოეფექტური მინის დამუშავების სტანდარტი. 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგოეფექტური მინებით დამზადებული ფანჯრები მნიშვნელოვნად ზოგავს სითბოდანაკარგებს და ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს. 
შპს „ელ-ჯი-ჯი“,  რომელიც სამომავლოდ საწარმოს ფილიალის გახსნას ზუგდიდში და ქუთაისში გეგმავს, ხარისხის მართვის ევროპულ სერტიფიკატს ISO-9001 და  “REHAU” ხარისხის სერთიფიკატებს ფლობს. 
შპს „ელ-ჯი-ჯი“ მდებარეობს თბილისში, ფარსადანის ქ. #8 და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. 
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 143,535 ლარს შეადგენს.
(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
ნოდარ ჩაჩუას თქმით, დაკავების მერე, პოლიციაში გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის - გაბრაზებულმა მოსამართლემ გვარამია სხდომიდან გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics