|
2017-09-11 03:41:58, 2418 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: მიხო სააკაშვილზე არაფერს ვიტყვი, მას თავისი მიზნები და მოტივები აქვს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე საზღვრის გარღვევას სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს. როგორც გროისმანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ყველამ, ვინც საზღვრის გარღვევის ორგანიზებასთან არიან კავშირში, პასუხი უნდა აგონ. „რაც „შეგინში“ მოხდა არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაა, არამედ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე მორიგი თავდასხმაა. უკრაინის საზღვრის ძალის გამოყენებით გარღვევა დანაშაულია და ყველამ, ვისაც აქვს კავშირი ამ გარღვევის ორგანიზებასთან, პასუხი უნდა აგოს. განსაკუთრებით მკაცრი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც საკუთარ თავს უფლება მისცეს, დაამცირონ და ხელი აღმართონ ბიჭებზე, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავენ. არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები აქვს. მე იმ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, ვინც მოქმედებენ პრინციპით - რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უკეთესია“, - წერს გროისმანი. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)