|
2017-09-10 01:27:51, 2099 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 10-16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის წევრებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორთან, ვილიამ სვენისთან, ასევე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრა მაკკეინის ინსტიტუტის, “ფრიდომ ჰაუსის“(Freedom House) და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები „კარნეგის ფონდის -საერთაშორისო მშვიდობისთვის“ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ამერიკულ მხარეს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ამერიკის კონგრესმა გააგძელოს საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური მხარდაჭერა. „ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი ამოცანაა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკის კონგრესმა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური ანუ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით, ასევე განგრძოს საქართველოს მხარდაჭერა დაფინანსების კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიან. ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)