|
2015-01-15 13:36:49, 2913 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა აუცილებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე დაესწრება
„პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა, აუცილებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე დაესწრება“, - ამის შესახებ ევროპულ და ევრატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „აუცილებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე უნდა დაესწროს მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას. ჯერ უცნობია გამოსვლის თარიღი. როდესაც იქნება კონკრეტული თარიღი მაშინ გვეცოდინება ზუსტი პასუხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, თებერვალში, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური შემაჯამებელი სიტყვით წარსდგება. ჯერჯერობით უცნობია დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტის ამ გამოსვლას მინისტრთა კაბინეტის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)