|
2017-09-08 01:32:13, 2515 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: მაქვს პრეტენზია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიყვანოთ
„ეს არის მშიშარა ადამიანის განწყობა“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს „რუსთავი 2“-თან საუბარში. სააკაშვილმა პოროშენკოს საქართველოში ვიზიტზეც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის პირველი პირი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოელაპარაკა იმის თაობაზე, რომ მისთვის მოქალაქეობა ჩამოერთმია. ამასთან, სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკომ ჩათვალა, რომ ის მისთვის სასიცოცხლო საფრთხეა. „უკრაინა არის უზარმაზარ წუმპეში და იქიდან არის ამოსაყვანი. ჩვენ მას იქიდან ამოვიყვანთ. მე არ მაქვს პრეტენზია უკრაინის ლიდერობაზე, იყო პერიოდები, როცა ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვიყავი უკრაინაში და ახლაც ვვარაუდობ, რომ საკმაოდ მაღალი პოპულარობა მაქვს. მაგრამ, მე მაქვს პრეტენზია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ სრულიად ახალი თაობა, ახალი პოლიტიკოსების და ეს იქნება ის ხალხი, ვინც უკრაინას აქცევს ევროპის ზე სახელმწიფოდ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)