17:19 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 16:51:09, 452 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილის შეფასებით, ბიუროების განთავსების საკითხი თვითმმართველობების „ტვირთი“ არ უნდა იყოს

პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  მაჟორიტარი დეპუტატები და ბიუროების განთავსების საკითხი თვითმმართველობების „ტვირთი“ არ უნდა იყოს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტს საკმარისი თანხა აქვს გამოყოფილი იმისათვის, რომ ბიუროების განთავსებისთვის შენობები  იქირაონ.

“ჩვენ, პარლამენტის საქმიანობის დასაწყისშივე, მაჟორიტარების და მათი ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით. შეთანხმების რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს შორის იყო ისიც, თუ სად და როგორ უნდა განთავსდეს მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროები. გვინდოდა, ბევრ სხვა მახინჯ პრაქტიკასთან ერთად დაგვესრულებინა ისიც, როცა პარლამენტის მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში სრულაიდ არამიზნობრივად და კომპეტენციის მიღმა იყენებდნენ თვითმმართველობის რესურსებს – არა მხოლოდ შენობებს, არამედ ბევრ სხვა რამეს. თვითმმართველობას ჰქონდა განცდა, რომ უნდა მომსახურებოდა მას. ჩვენ ამ პრაქტიკის დასრულება გვსურდა, მათ შორის იმიტომაც, რომ ხელი შეგვეწყო თვითმმართველობის განვითარებისათვის. მინდა შევისწავლო საკითხი. წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ ძალიან ბევრ ადგილზე შენობა-ნაგებობები პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისათვის უსასყიდლო უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. ეს მაშინ, როცა თვითმმართველობისთვის ბიუჯეტის ყოველი თეთრი არის ძალიან მნიშველოვანი და ჩვენ, პარლამენტის წევრებს პარლამენტის მიერ გამოყოფილი გვაქვს საკმარისი თანხა იმისთვის, ვიქირაოთ შენობები საკუთარი ბიუროების განთავსებისთვის. ეს თვითმმართველობის ტვირთი არ უნდა იყოს”, - განაცხადა უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავის ახალ სამშვიდობო გეგმაში აშშ-მ მოსკოვს შესთავაზა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შექმნა, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა
დათო ტურაშვილი განათლებაზე, წიგნებსა და შვილიშვილთან ურთიერთობაზე
ბაზისბანკმა Citibank-ში აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიში გახსნა
რუსმა ოლიგარქმა, პირს მორგანთან ინტერვიუში მოუწოდა პუტინს, უკრაინაზე ბირთვული ბომბი ჩამოაგდოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics