|
2017-09-01 07:19:54, 920 ნახვა
რეგიონი
სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საძირკველი. კაფსულის ჩაგდების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა, აჭარის მთავრობის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. ,,დღეს სარფში, საზღვართან ახლოს კიდევ ერთი ახალი სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი რეგიონისთვის, უშუალოდ ამ სოფლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ 250-მდე ბავშვი ისწავლის ახალ სკოლაში. თანამედროვე სტანდარტებით აგებული სკოლა იქნება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა ჩვეულებრივი მოედანი როგორც გარეთ, ასევე შიდა პერიმეტრზე. სკოლა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. პროექტში 2 მლ ლარამდე თანხა იხარჯება. და სულ რაღაც 1 წელიწადში ჩვენ გვექნება ახალი თანამედროვე სკოლა. მინდა თითოეულ სარფელს მივულოცო ახალი სკოლის მშენებლობა"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სარფში სამსართულიანი სკოლა აშენდება. სკოლას ექნება შიდა სპორტული და სააქტო დარბაზები. კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. ასევე, განთავსდება სველი წერტილები და დამხმარე სათავსოები. სკოლა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მოეწყობა პანდუსი და შესაბამისი სველი წერტილები. დამონტაჟდება ლიფტი, კეთილმოეწყობა ეზო და ღია სპორტული მოედანი. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 759 000 ლარით. 2017 წლის მდგომარეობით სარფის საჯარო სკოლაში 137 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის - 9 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 25 პედაგოგი. ლაზეთის სოფლებს შორის სარფი ერთ-ერთი უძველესი სოფელია. პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ამ სოფელში 1925 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა. 1939 წელს დაწყებითი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1954 წელს კი აშენდა ახალი კორპუსი სკოლისთვის. წლების განმავლობაში ხორციელდებოდა სარფის სკოლის რეაბილიტაცია, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო სკოლის პირველი სართული გამოუსადეგარი იყო სასწავლო პროცესისთვის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მშენებლობის დასრულებამდე მოსწავლეები კვარიათის საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)