|
2015-01-15 11:49:43, 3126 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც მართლმსაჯულების რეფორმაში ხელს შემიწყობს
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც მართლმსაჯულების რეფორმაში ხელს შემიწყობს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, რომ მას რეფორმები და რეფორმების გატარება უნდა უყვარდეს. „კოალიციიდან წამოსული კანდიდატი იქნება ეს, თუ კოალიციის გარედან, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პროფესიონალიზმი და ყველა სხვა თვისება, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სჭირდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების წინააღმდეგი. ეს არის ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომ ის უნდა იყოს რეფორმატორი და რეფორმების მოსურნე“, - განაცხადა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)