|
2017-08-18 14:53:18, 3377 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ბიზნესპროცესების აუთსორსინგისთვის მიმზიდველი ლოკაცია ხდება
ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კუთხით საქართველო მიმზიდველი ლოკაცია ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც საკმაოდ პოზიტიურ შედეგებშიც აისახება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძოდ - ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე საერთაშორისო, ცნობილმა კომპანიამსერვისების აუთსორსინგის კუთხით საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციაგანახორციელა. უწყების ინფორმაციით, მსხვილი ინვესტორებიდან ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში ბიზნესპროცესები საუთსორსინგის (ე.წ. BPO) სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გერმანული კომპანია „Arvato Bertelsmann“-ია. ამ ეტაპზე კომპანიამ 150 ადამიანი დაასაქმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სხვადასხვა სახის მომსახურებებს აწვდიან, მათ შორის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, ელექტრონული ვაჭრობისა და ფინანსების მიმართულებით. უახლოეს მომავალში კომპანია დამატებით 150 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც საქართველოში მნიშნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, კომპანია „Base4“-ია, რომელიც საქართველოდან არქიტექტურული და საინჟინრო სერვისების აუთსორსინგს იწყებს. კომპანია, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება, საქართველოში ქართველი არქიტექტორების დახმარებით შექმნის არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებს ისეთი მაღალი კლასის სასტუმროების ქსელებისთვის, როგორებიცაა: Hilton Hotels & Resorts, Hyatt Hotels Corporation, Marriott Hotel და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესპროცესების აუთსორსინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მიმართულებაა, რადგან დღესდღეობით მრავალი საერთაშორისო კომპანია მიმართავს მსგავს პრაქტიკას და საკუთარი კომპანიის საჭირო მომსახურებების მართვას სხვადასხვა ქვეყნებში. კერძოდ, კი ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ბულგარეთში და ა.შ. ახორციელებს.აღნიშნული მიმართულება ფინანსური სერვისების,საინფორმაციო სატელეფონო ცენტრების, მონაცემთა ცენტრების, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის, IT მომსახურების,ადამიანური რესურსების მართვის, R&D და მრავალი სხვა მომსახურების საქართველოდან მართვასა და მიწოდებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის განვითარება და აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებული ინვესტორების მოზიდვა ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. (NS)
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)