|
2017-08-18 11:45:00, 2617 ნახვა
მსოფლიო
კატალონიის პოლიციამ ბარსელონაში მომხდარი ტერაქტების სამი ეჭვმიტანილი დააკავა
კატალონიის პოლიციამ დღეს დილით, ქალაქ რიპოლიში, ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების სამი ეჭვმიტანილი დააკავა, - ამის შასახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, არცერთი მათგანი არ არის ფურგონის მძღოლი, რომლითაც ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი დაკავებული წარმოშობით მაროკოელი დრის ოუკაბირია, რომელიც რიპოლშიდააკავეს. მეორე ეჭვმიტანილი კი მელილადან არის, ის ალკანაშიდააკავეს. დაკავებულები აქამდე ტერორიზმთან კავშირში შემჩნეულები არ ყოფილან. გამოცემა El Pais ინფორმაციით, ოუკაბარი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის პოლიციაში თავად მივიდა და განაცხადა, რომ საბუთები მოპარეს. ცნობისთვის,ქალაქ კამბრილასში გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)