2017-08-17 18:07:32, 2442 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხი“ -ს განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას - ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.
კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე, - ნათქვაია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან