|
2017-08-17 17:47:39, 2201 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი
საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი. ბაქსტერის ჯილდო, რომელიც 9 წლის წინ IFES-ში დაარსდა, საარჩევნო ადმინისტრაციებში იმ ადამიანების წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავს, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უწყობენ ხელს ადგილობრივი საარჩევნო პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას და შემდეგ უკვე ამ პროცესების მდგრადობის შენარჩუნებას (ჯო სი ბაქსტერი თავად ამ პრინციპებს ემსახურებოდა წლების განმავლობაში IFES-ის უფროსი მრჩევლის რანგში). ის პირადი და პროფესიული მიღწევები, რაც დადებით გავლენას ახდენს ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ეფექტური ადმინისტრირება, მოქალაქეების უფლებების დაცვა განვითარებად ქვეყნებში, დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობა - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რითაც ფასდებიან ბაქსტერის ჯილდოს ნომინანტები. IFES-ი, 2009 წლიდან დღემდე, დაჯილდოების ცერემონიით აღიარებს იმ პროფესიონალების გამორჩეულ მიღწევებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას და დემოკრატიას. აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) 1995 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ორგანიზაცია მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი ერთობლივი მასშტაბური და წარმატებული პროექტი განხორციელდა. დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 1987 წლიდან დღემდე IFES-ი საკუთარ საქმიანობას 145 ქვეყანაში ახორციელებს. IFES-ი დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლებს. თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და აქტიურად უწყობს ხელს საარჩევნო გარემოს განვითარებას; არის რამდენიმე წარმატებული საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მაქსიმალურ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში. ასევე, მისი ინიციატივით დაინერგა თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიები საარჩევნო ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა. სწორედ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობის პერიოდში ცესკომ მიიღო ორი საერთაშორისო ჯილდო საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე: 2015 წელს ცესკომ არჩევნების მართვის ნომინაციაში გაიმარჯვა. უკვე 2016 წელს, რიგით მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გაიმარჯვა ნომინაციაში „უმცირესობების ჩართულობა“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში. აქვე აღსანიშნავია, რომ თამარ ჟვანია 30-ზე მეტ ქვეყანაში უწევდა არჩევნებს მონიტორინგს დამკვირვებლის რანგში; საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე იყო საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით. UNDP-ის პროექტის მართვის ფარგლებში, თამარ ჟვანია აქტიურად უწევდა ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას. ის ასევე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) და ხელს უწყობდა მიუკერძოებელ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაცია - ცესკო, მისი აპარატი და თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ულოცავს ცესკოს თავმჯდომარეს ამ წარმატებას, რაც არის მისი, როგორც ეფექტური ლიდერის და ხელმძღვანელის დამსახურება და რაც ერთობლივ, გუნდურ საქმიანობას ეფუძნება. IFES-ის ნომინაციაზე წარდგენა არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. (NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)