20:07 - 27 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-16 15:21:40, 2340 ნახვა

საზოგადოება
გაემგზავრე ვენაში 300 ლარად - „თიბისი ბანკის“ აქცია „ერთგული ბარათის“ მფლობელებისთვის

"თიბისი ბანკი" „ერთგული ბარათის" მფლობელებს სპეციალურ აქციას სთავაზობს და ვენაში გამგზავრების შესაძლებლობას მინიმალურ ფასად აძლევს.
 
აქციის ფარგლებში, 16 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით,  ორმხრივი ავიაბილეთის შეძენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით მხოლოდ 300 ლარადაა შესაძლებელი.
 
გამგზავრების პერიოდი 28 სექტებერი-2 ნოემბერია. ფრენებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განახორციელებს.
 
აქციის ფარგლებში, „ერთგული ბარათის" მფლობელებს კიდევ ერთი სიურპრიზი ელით.  ავიაბილეთების შეძენისას, მათ საჩუქრად თიბისი დაზღვევისგან 15 დღიანი სამოგზაურო დაზღვევაც გადაეცემათ.
 
აქციაში "თიბისი ბანკის" შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული:
 
·         საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი პლატინუმი

·         საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი გოლდი

·         საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი კლასიკი

„ერთგული ბარათის" მფლობელებს ერთდროულად ორი ავიაბილეთის შეძენა შეუძლიათ. (აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს). თუმცა, რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ.
 
ავიაბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, აქციაში 120 ბილეთი მონაწილეობს. ასე რომ იჩქარეთ, შეიძინეთ ავიაბილეთები, დააგროვეთ ქულები  და გახდით დაუვიწყარი თავგადასავალის მონაწილეები „ერთგულ ბარათთან" ერთად.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია და საუკეთესო თილისმა გზაზე, რომლითაც ბედს შენს გემოზე ატრიალებ
გალტ & თაგარტი: საქართველო ეკონომიკური მაჩვენებლებით უკვე საინვესტიციო რეიტინგის დონეზეა
ისრაელის საელჩო „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას ავრცელებს – მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის
თამაზაშვილი - მზია ამაღლობელმა პოლიციას გაარტყა სილა, ის იყო დემონსტრაციული აქტი, ესენი არიან ქომაგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics