|
2017-08-15 19:44:52, 2501 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
ევროპული საქართველო "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. “ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია მმართველ გუნდს პლებისციტის ჩატარებას სთავაზობს. "ევროპული საქართველო ბუნებრივია მზად არის დიალოგზე და კონსულტაციებზე, რასაც დიდი ხანია ვამბობთ. ამას ამბობოს ვენეციის კომისია, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი კონსტიტუციის შესათანხმებლად. შესაბამისად მივიღეთ მონაწილეობა მთელ ამ პროცესში. დაწყებული საკონსტიტუციო კომისიით, საპარლამენტო განხილვებით დამთავრებული. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ მათთან ერთად განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. ოღონდ უნდა გვახსოვდეს რა არის ეს მნიშვნელოვანი საკითხები და რაზე არის საზოგადოებრივი დაკვეთა დიალოგთან დაკავშირებით. ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში. ეს არის ამ სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა დეტალები და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაუნაწილებელი მანდატების საკითხი. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ ოცნებას, რომ ნებისმიერი ევროპული მოდელი რომელიც მოქმედებს, მათ შორის დონტის მოდელი, ვებსტერის თუ სხვა მოდელები იყოს განხილული. ასევე მზად ვართ, რომ განვიხილოთ ნებისმიერი სხვა საკითხი, იგივე ბარიერის თემა, ბლოკების გაშვების თემა რაც დღეს არსებობს და მესამე - ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენის არჩევნები საკითხი. ჩვენი პოზიცია არის, რომ დარჩეს პირდაპირი საყოველთაო არჩევნები პრეზიდენტის. თუმცა გვესმის რა, რომ ქართული ოცნება არის განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციაზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩატარდეს პლებისციტი. ხალხს დავეკითხოთ და რასაც ხალხი იტყვის ის იყოს საბოლოო შეთანხმება", - განაცხადა სერგო კაპანაძემ.
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)