|
2017-08-15 14:48:36, 2678 ნახვა
მსოფლიო
„მთავარი ნაცისტი“, „ჩემი პრეზიდენტი არ ხარ“ - ნიუ-იორკში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ნიუ-იორკის ცენტრში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, - ამის შესახებ nydailynews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო. ისინი Trump-Tower-თან იყვნენ შეკრებილი და შვებულებიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ. აქტივისტებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერით - „მთავარი ნაცისტი“, "არა ტრამპისა და პენსის რეჟიმს", "ჩემი პრეზიდენტი არ ხარ", "სირცხვილი". ისინი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ტრამპის რეაგირება დაგვიანებული იყო. მანამდე დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რასიზმი და ნეონაციზმი ბოროტებაა. მან სიძულვილის, შეუწყნარებლობისა და ძალადობის მსგავსი გამოვლინება დაგმო და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ადგილი ამერიკაში არ არის. შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში ნაციონალისტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ აშშ-ის სამოქალაქო ომის მონაწილის, გენერალ რობერტ ლის ძეგლის დემონტაჟის გეგმას აპროტესტებდნენ. ულტრამემარჯვენეების მარშმა ანტიფაშისტების და სხვა მემარცხენე დაჯგუფებების აქტივისტების კონტრაქციები გამოიწვია, რასაც არეულობა მოჰყვა. ხელისუფლებამ შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)